დავით ჭიჭინაძე - დილიდან პატრული ტაქსის მძღოლებს 100- ლარიან ჯარიმას უწერდა, დღის მეორე ნახევარში აღმოჩნდა, რომ შეცდომა დაუშვეს და ახლა ჯარიმებს აუქმებენ

დღეს დილიდან პატრული ტაქსის მძღოლებს აჩერებდა და 100- ლარიან ჯარიმას უწერდა, დღის მეორე ნახევარში აღმოჩნდა, რომ შეცდომა დაუშვეს და ახლა ამ ჯარიმებს აუქმებენ, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დავით ჭიჭინაძის თქმით, „ქართული ოცნება“ დანაპირების შესრულებას არ აპირებს და ძალაუფლებისთვის იბრძვის.

დამოუკიდებელი დეპუტატი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ყოფილი მერი, რომელიც თავად ფულის ქურდობაზეა ნასამართლები, ახლანდელ მერს აკრიტიკებს“.

„დღეს დილიდან პატრული ტაქსის მძღოლებს აჩერებდა და 100- ლარიან ჯარიმას უწერდა. იმის გამო, რომ ავტომანქანების თეთრად გადასაღებად დარიგებული ვაუჩერების „საფასურად“, მძღოლებს ქალაქ თბილისის მერიამ ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმებინა შ.პ.ს. „ალმასთან“. რაც თავის მხრივ ავტომანქანებზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსებას გულისხმობს. დღის მეორე ნახევარში აღმოჩნდა, რომ შეცდომა დაუშვეს და ახლა ამ ჯარიმებს აუქმებენ. ანუ, კალაძის „საახალწლო საჩუქარი“ ტაქსის მძღოლებისთვის ამჯერად ვერ გამოვიდა, მაგრამ ხომ არ შეიძლება ამ ქალაქში მუდმივად უბრალო ადამიანებზე ტყდებოდეს ჯოხი?!ვიღაცებს ფულის მოსაპარად კომბინაციები ჰქონდეს დალაგებული და ეს ტაქსის მძღოლების, ან დანარჩენი რიგითი ადამიანების გადასახდელი იყოს?!

იკვეთება ერთი რამ, არც „ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებდა და არც „ქართული ოცნება“ აპირებს დანაპირების შესრულებას. ესენი იბრძვიან ძალაუფლებისთვის და იმ მოპარულის გადანაწილებისთვის, რაც ერთობლივად აქვთ დაგროვილი! თუნდაც იმიტომ, რომ თითქმის ყველას „ნაციონალური“ წარსული აქვს, მთელი თბილისის ტენდერებსაც ყოფილი „ნაც“ ფირმები იგებენ. ყოფილი მერი კი, რომელიც თავად ფულის ქურდობაზეა ნასამართლები, ახლანდელ მერს აკრიტიკებს.რატომ? ტენდერით ხომ ისევ თვითონ შოულობენ ფულს და თავად რომ ვერ ანაწილებს და კალაძე „უზის წილში“ იმაზე წყდება გული?!“-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო