იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი განსახილველად არ მიიღო

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის საქმე არ გადაიხედება, - ამის შესახებ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიხედვით, გუშინ, 9 დეკემბერს, სტრასბურგის სასამართლოს 5-მა მოსამართლემ ე.წ. ფილტრაციის კომიტეტმა იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი, რომლითაც ისინი სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვას სთხოვდნენ.

"შესაბამისად, „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2"-ის ყოფილი მესაკუთრეების, ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილისა და შპს "ტელეკომპანია საქართველოს" ყველა პრეტენზია, რომელიც მათ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ჰქონდათ წარდგენილი, როგორც ისინი უარყოფილი იქნა 18 ივლისს და არც ერთი დარღვევა არ დადგინდა, ყველა ამ ნაწილში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არის საბოლოო და არავითარ გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება", - განაცხადა წულუკიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა