ზაზა გაბუნია - ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ადგილობრივი გზები შენდება გაცილებით დიდი ინტენსივობით, ვიდრე ოდესმე სხვა დროს

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ადგილობრივი გზები შენდება გაცილებით დიდი ინტენსივობით, ვიდრე ოდესმე სხვა დროს.

ამის შესახებ „ინტერპერსნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

გაბუნიას განცხადებით, 2019 წლის 11 თვის შედეგებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 1 მილიარდ 670 მილიონი ლარი მოახმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ით მეტია. შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის შესრულების კუთხით წელს ისტორიულად ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირდა.

მისივე ინფორმაციით, წელს დასრულდა 200 პროექტი, საგზაო ინფრასტრუქტურაში განხორციელდა 1 მილიარდ 200 მილიონი ლარის ინვესტირება. მაგისტრალური პროექტების სახელმწიფო ტენდერებში 55 ახალმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და დამატებით 10 000 ადამიანი იყო დასაქმებული.

როგორც გაბუნია აცხადებს, განხორციელდა 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, რაც წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია.

„რეაბილიტაცია უტარდება ისეთ გზებს, სადაც აქამდე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა.

ბოლო 7 წლის განმავლობაში მეტი და ხარისხიანი გზა იგება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიან პერიოდში იგებოდა. იმ “ნაციონალური მოძრაობის” რომელიც დღე და ღამ გზების დაგებაზე საუბრობდა და 9 წლის განმავლობაში ცენტრალური მაგისტრალი თბილისიდან გორამდეც კი ვერ ჩაიყვანა და სულ 68 კმ გზა დააგო ცენტრალურ მაგისტრალზე, ისიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, როცა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ნაკლებ პერიოდში ავტომაგისტრალზე, უკვე ამაზე ორ ნახევარჯერ მეტი გზა აქვს დაგებული“, - აცხადებს გაბუნია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო