გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტთან დაკავშირებით მთავრობამ დეპუტატების რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაითვალისწინა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობამ დეპუტატების რეკომენდაციების დიდი ნაწილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მიმართულებას, როგორც კაკაურიძე ჟურნალისტებთან განმარტავს, ამ მიმართულებით თანხების ზრდა იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ის უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებზე გადანაწილდა.

"კონკრეტული დეპუტატის გადაწყვეტილება, ეს მისი არჩევანია. რატომ ვერ შევძელით უფრო მეტით ზრდა - იმიტომ, რომ ჩვენ ჩავთვალეთ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებებით მოხდა თანხების გადანაწილება, მათ შორის, ეს არის სოციალური სექტორი, ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა საჭიროებების დაფინანსება. შესაბამისად, არ იყო საკმარისი რესურსი, ყველა იმ მოთხოვნის გათვალისწინება ვერ მოხდა, რომელიც დეპუტატების მხრიდან იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ მათი უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა