გიორგი ვაშაძე - თუ ბიძინა ივანიშვილი არ მოიქცევა რაციონალურად, ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო ეროვნული წინააღმდეგობა უნდა დავიწყოთ

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის სრულად იზიარებს და ემხრობა მშვიდობიან, ყოველგვარი ძალადობის გარეშე მმართველ ორგანოებში ძალაუფლების ცვლილებას, რათა ქვეყანაში განვითარების ახალი ეტაპი დადგეს. ამის შესახებ მან გადაცემა „თავისუფალ ბაზარში“ განაცხადა.

„ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საქართველო მიდოდა იქეთ, რომ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა აღარ იქნებოდა. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ერთი ადამიანი, რომელიც წყვეტს ყველაფერს. არ არსებობს არც ინსტიტუცია, არც პროკურატურა და არც სასამართლო, როგორც ბიძინა ივანიშვილს სურს ყველაფერი ისე ხდება. მე მართლა არ მეგონა თუ საჯაროდ გაცემულ პირობას დაარღვევდა და საზოგადოების თვალში მატყუარას იმიჯს შეიქმნიდა.

სრულად პროპორციული სისტემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რადგან ეს არის კოალიციური მმართველობისკენ სვლა, სადაც არ არის ერთპარტიული ძალაუფლება ერთი ვერტიკალის ქვეშ.

იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი არ მოიქცევა რაციონალურად, ჩვენ ზუსტად ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საერთო ეროვნული წინააღმდეგობა უნდა დავიწყოთ, რომელიც იქნება ახალი ეტაპი, სადაც მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე არ ვისაუბრებთ. აქ იქნება საუბარი იმაზე, თუ რა კატასტროფულ მდგომარეობაშია ქვეყანა და სრულიად ახალი მექანიზმები უნდა იქნას შემუშავებული.

მინდა, რომ მშვიდობიანად, წყნარად და არაძალადობრივად მოხდეს ხელისუფლებების, ძალაუფლებების ცვლილება, რადგან ახალი ეტაპი დადგეს განვითარების“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო