ლადო პაპავა - თუ ეროვნული ბანკი მთავრობასთან შეთანხმებულად იმოქმედებს და რეფინანსირების სესხებს მოთოკავს, მაშინ შეიძლება, ლარმა შეინარჩუნოს სტაბილურობა

წინასაახალწლო პერიოდში, ტრადიციულად, ეროვნული ვალუტა მყარდება - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომისტმა ლადო პაპავამ ეროვნული ვალუტის გამყარების თაობაზე განუცხადა.

ექსპერტის შეფასებით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც იღებს ფულად გზავნილებს საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში, წინასაახალწლოდ უფრო მეტად ხარჯავს აღნიშნულ ვალუტას და ბაზარზე ხდება დოლარის მიწოდება, რაც არის ობიექტური ტენდენციაა.

მისივე თქმით, ლარის გამყარება კიდევ ერთმა ფაქტორმა განაპირობა - სამთავრობო გუნდისა და ეროვნული ბანკის შეთანხმებულმა მუშაობამ.

„ვიზიარებ ნათია თურნავას შეფასებასაც, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გუნდში შეთანხმებული მუშაობა აუცილებელია და ეს დაეტყო კიდევაც ბოლო ხანებში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებს, რადგან თუ ამ სამთავრობო ეკონომიკური გუნდიდან გამოვრიცხავთ ეროვნულ ბანკს, რაც არ უნდა იმოქმედოს ეკონომიკის მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა, შედეგი არ დაიდება, თუ მათ მხარი არ აუბა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. ბოლო თვეების განმავლობაში, რეფინანსირების კრედიტების ზრდით, პრაქტიკულად, ლარს დაარტყა ძალიან სერიოზულად იმიტომ, რომ ლარის მასის მიწოდება იყო ამ რეფინანსირების კრედიტების ზრდის შედეგი. აქედან გამომდინარე სწორედ ეს შეთანხმებულობა არის აუცილებელი“,- განაცხადა ლადო პაპავამ.

მისი თქმით, უმჯობესია ლარის გამყარებას შევხედოთ რეალისტურად, ვიდრე განსაკუთრებული ოპტიმიზმით.

„მრავალი ფაქტორი არის, რამაც შეიძლება ეს გამყარება აღარ გააგრძელოს. ერთი შემიძლია ვთქვა, თუ ეროვნული ბანკი სამთავრობო გუნდთან შეთანხმებულად იმოქმედებს და რეფინანსირების სესხებს მოთოკავს, მაშინ შეიძლება, ლარმა შეინარჩუნოს სტაბილურობა“,- განაცხადა ლადო პაპავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს