ესტონეთის პრეზიდენტი „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორის გავლენაზე ევროკავშირში ინტეგრაციაზე - ეს არ უნდა იყოს დისკუსიის ნაწილი, რადგან არ შეიძლება, მსხვერპლი იყოს  დადანაშაულებული

ევროკავშირის არსებითი ფასეულობაა, რომ ქვეყნების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღების უფლება მათ დიდ მეზობლებს არ აქვთ - ფაქტი, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია, არ უნდა იყოს ამ დისკუსიის ნაწილი, რადგან არ შეიძლება, მსხვერპლი იყოს დადანაშაულებული", - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა ტალინში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მედიასაშუალებების წარმომადგენელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მან უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორის გავლენის შესახებ დასავლეთში - ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, და ასევე, უპასუხა კითხვას: "საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, თუმცა შეგიძლიათ თქვათ, რომ ევროკავშირს სჭირდება საქართველო და - რატომ?"

"ევროკავშირს სჭირდება მდგრადი სამეზობლო, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ჰქონდეს და დარწმუნებული ვარ, აქვს კიდეც პრინციპული მიდგომა უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების ხალხის ნებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის არსებითი ფასეულობა მდგომარეობს იმაში, რომ თავად ქვეყნებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილებები თავისით, მათ ნაცვლად მათ დიდ მეზობლებს გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ აქვთ. შესაბამისად, თუ ქართველი ხალხი თანმიმდევრულად გამოხატავს მზაობას ევროკავშირთან უფრო დაახლოების მიმართულებით, მაშინ ჩვენ უნდა მოვძებნოთ სამუშაო ურთიერთობის გზა ამ ქვეყანასთან. ხოლო ფაქტი, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია, არ უნდა იყოს ამ დისკუსიის ნაწილი, იმ მთავარი მიზეზის გამო, რომ არ შეიძლება, დადანაშაულებული იქნას მსხვერპლი ამ კონფლიქტში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ეს არ ცვლის ფუნდამენტურ პრინციპს - გადაწყვეტილების მიღების უფლებას ქვეყნებისთვის. ეს მოდის ჰელსინკის საბოლოო ხელშეკრულებიდანაც, რომ დიდი სახელმწიფოები არ წყვეტენ პატარების მაგივრად, არამედ, თითოეულ სახელმწიფოს აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება", - განაცხადა კალიულაიდმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს