დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზაზა სარალიძის წინააღმდეგ პროკურატურას საჩივრით მიმართა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, საჩივარი მუქარის, ასევე დაცვის უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლის თაობაზე შეიტანა. ზურაბ თოდუა პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვს.

„გუშინ შევიტანე გენერალურ პროკურატურაში ზაზა სარალიძის წინააღმდეგ საჩივარი მუქარის და დაცვის უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლის თაობაზე. ასევე მოვითხოვე სათანადო რეაგირება პროკურატურისგან, რამეთუ ეს ადამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს ვახორციელებ ზეწოლას მოწმეებზე და ამის გამო ეს მოწმეები ვერ ჰყვებიან სასამართლოზე ბრალდების სასარგებლოდ ინფორმაციას. საჩივრის შეტანიდან დაახლოებით საათნახევარში თავად ზაზა სარალიძემაც შეიტანა საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ მოწმეებზე თურმე კალანდიას ახლობლები სასამართლო დარბაზში შესვლამდე ახორციელებენ ზეწოლას და ამიტომ, მოწმეები ვერ ლაპარაკობენ ბრალდების სასარგებლო ინფორმაციას. მე საფუძველი მაქვს იმის გამო, რომ მან დაწერა სოციალურ ქსელში საკმაოდ მუქარის შემცველი ტექსტი ჩემს შესახებ. გარდა ამისა, იმ ბოლო პროცესზე, რომელიც იყო 6 დეკემბერს, სასამართლოში შესვლამდე ეზოში კიდევ ერთხელ გამაფრთხილა, ასევე სასამართლო დარბაზში კიდევ ერთხელ გამაფრთხილა, რომ მე ჭკვიანად უნდა ვიყო და ის ბოლო გაფრთხილება იყო 6 დეკემბერს, როდესაც ეზოში მომიახლოვდა და განმიცხადა ამის შესახებ. ეს არ არის ცივილური ურთიერთობა, მე მესმის მისი მდგომარეობა, რომ მძიმე მდგომარეობაშია, გასაგებად ვეკიდები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე უდანაშაულო ადამიანები გასამართლდნენ ციხეებში, ახალგაზრდა ბავშვები. მე მინდა, რომ ჭეშმარიტება დავადგინო, დავადგენ კიდეც, მაგრამ მას ეტყობა არ უნდა სხვა სიმართლე იმ სიმართლის გარდა, რაც მას „გამოუძია გამომძიებელმა კუპრავამ“, - განაცხადა ადვოკატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა