პრეზიდენტი - რაღაცა დაკომპლექსებული ერი გავხდით მაშინ, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს - ჩვენ უფრო კარგად უნდა ვმართოთ დღევანდელი რეალობა: სოციალური ქსელები, ინტერნეტი, იმიტომ, რომ იქ იბეჭდება ყველაფერი და არაფერი

რაღაცა დაკომპლექსებული ერი გავხდით მაშინ, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც სამეცნიერო საზოგადოების წევრებს უმასპინძლა. სიტყვით მიმართვისას პრეზიდენტმა საქართველოს კულტურისა და მეცნიერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალიზაციის პირობებში საქართველოს ხმა მსოფლიოში დაიკარგა.

ამასთან, პრეზიდენტი კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების ინიციატივით გამოდის.

„ჩვენ ვართ, ვიყავით და ყოველთვის ვიქნებით კავკასიის კულტურული და მეცნიერული კერა და ცენტრი. ჩვენს თავში ეს ისევ უნდა დავიჯეროთ იმიტომ, რომ ზოგჯერ ესეც გვავიწყდება. რაღაცა დაკომპლექსებული ერი გავხდით მაშინ, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს. ჩვენ უფრო კარგად უნდა ვმართოთ დღევანდელი რეალობა: სოციალური ქსელები, ინტერნეტი იმიტომ, რომ იქ იბეჭდება ყველაფერი და არაფერი.

მომავალი თაობა, ანუ თქვენი მემკვიდრეები არ გაჩნდებიან ამ ქვეყანაში, არ ჩაებმებიან ამ სწავლებაში თუ არ დაინახავენ, რომ აქ არის პერსპექტივა. ჩვენი ახალგაზრდობიდან ყველა წავა ბიზნესის თუ იურისპრუდენციის სწავლებაზე, თუკი არ ექნებათ განცდა, რომ ამ ქვეყნისთვის პრიორიტეტი სწორედ თავის თავის შესახებ ცოდნის გავრცელებაა,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა