სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მთავრობის 520-ე დადგენილების თაობაზე ჯანდაცვის მინისტრს წერილით მიმართავენ

სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით მიმართავენ და მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ჩანიშვნას ითხოვენ.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მიერ შესრულებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი გახარიას დავალება სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს თქვენთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2019 წლის 5 ნოემბრის #520 დადგენილებით გატარებული ცვლილებების ანალიზი და საჭიროებისამებრ კორექტირება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, დაგვინიშნოთ შეხვედრების დრო სამუშაო ჯგუფისთვის“,-წერია განცხადებაში, რომლითაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ.

ცნობისთვის, 4 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც შეთანხმება მოხდა, რომ 520-ე დადგენილების თაობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა, რომელიც დადგენილებაში არსებულ ხარვეზებს შეისწავლის.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის გარკვეულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. დადგენილების ამოქმედების მიმართ კერძო კლინიკების წარმომადგენლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ისინი დადგენილების დროებით შეჩერებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ დადგენილების ამოქმედების შემდეგ, რაც კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს, ხშირად პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა შეუძლებელია და საავადმყოფოებსაც ზარალი ადგებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა