ალჟირში 2 ყოფილ პრემიერ-მინისტრს პატიმრობა მიესაჯა

ალჟირში 2 ყოფილ პრემიერ-მინისტრს კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო პატიმრობა მიესაჯა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მთავრობის ყოფილი მეთაურები მიმდინარე წლის ივლისში დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აჰმედ ოუიაჰიას 15, ხოლო აბდელმალექ სელალს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღსანიშნავია, რომ ეს ალჟირის ისტორიის მანძილზე მთავრობის მეთაურების დაკავების პირველი ფაქტია.

შეგახსენებთ, რომ ალჟირს 20 წლის განმავლობაში აბდელაზიზ ბუტეფლიკა მართავდა. მან თანამდებობა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს