გიორგი მარგველაშვილი - არჩევნებში ხმას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ არ მივცემ, დანარჩენს ვნახავთ, ვინ დარჩება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ არჩევნებში მხარს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერს.

როგორც მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მისთვის დისკრედიტირებული იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც ოპოზიციის ერთობას დატოვებს.

„ჩემთვის აბსოლუტურად დისკრედიტირებული იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც დატოვებს ამ ერთობას და ნამდვილად არავის მივცემ ხმას, ვინც ამ ერთობას დატოვებს და პირველი განუდგება იმ მიზანს, რომელიც მისაღწევია. არ მივცემ ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მივცემ „ქართულ ოცნებას“, დანარჩენს ვნახავთ, ვინ დარჩება. შიგნით ვინც დარჩება, ამოვარჩევ ვინმეს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის პოლიტიკურადაა მიუღებელი, „ქართული ოცნება“ კი მორალურად.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს