გიორგი მარგველაშვილი - გაზაფხულიდან დაწყებული კასტინგებია, რომელი შეძლებს კეთილი და მისაღები ოპოზიციის როლის თამაშს

ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ის ელის ისეთ ოპოზიციას, რომელიც სახლში წასვლის შესაძლებლობას მისცემს. გაზაფხულიდან დაწყებული კასტინგებია, რომელი შეძლებს ამ კეთილი და მისაღები ოპოზიციის როლის თამაშს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, რომელიც 14 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატების პროტესტის გულწრფელობას შეეხებოდა.

მარგველაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ჯანყი ერთი კასტინგის პროცესია.

„ჩვენ ვნახეთ იმ პოლიტიკური ძალის ლიდერის განცხადება, რომელსაც ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, რომ ის ელის ისეთ ოპოზიციას, რომელიც სახლში წასვლის შესაძლებლობას მისცემს. ანუ ფაქტობრივად საუბარია, რომ ჩამოყალიბდება „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები ოპოზიცია და მერე ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, დავსხდებით ტელეეკრანებთან და ვუყურებთ ერთი მხრივ, ოპოზიციაც და მეორე მხრივ, ხელისუფლებაც როგორ ადიდებენ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ ყოფილ ლიდერს, ხოლო შემდეგ უკვე სრულიად ერის ლიდერს - ბიძინა ივანიშვილს. მისთვის მისაღები ოპოზიცია რომ ჩამოყალიბდება, ხომ ავა უფრო ზევით და ყველაფერი მისი იქნება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც. ჩვენ ყველანი დავაკვირდებით, ისინი როგორ ადიდებენ ივანიშვილს და ლანძღავენ ერთმანეთს.

ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. დაახლოებით გაზაფხულიდან, როდესაც მოვისმინეთ ივანიშვილის განცხადება, რომ 1 წელიწადში ყველაფერს დაალაგებს, იმის მერე ვხედავთ ასეთი ოპოზიციის არაერთ კასტინგს. გაზაფხულიდან დაწყებული ამ ოპოზიციის კასტინგებია, რომელი შეძლებს ამ კეთილი და მისაღები ოპოზიციის როლის თამაშს. რომელია გულწრფელი, რომელი ჩაწყობილი, სად ახლობელმა დაურეკა და უთხრა, მიდი ახლა შენი დროა კასტინგში მონაწილეობისა, რომელი შიშით არის - ამის თქმა ძნელია, თუმცა კასტინგი გაზაფხულიდან მიმდინარეობს. ამ კასტინგზე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ის რეჟისორები, რომლებიც ასე მდარე სპექტაკლს დგამენ, ეს მე არ ვიცი, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება ეს ჯანყი „ქართულ ოცნებაში“ ერთი კასტინგის პროცესია,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა