იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართავს. როგორც ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, მას სურს ორი კითხვა დაუსვას კონკურენციის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს.

„დღევანდელი ხელისუფლების მეთოდია, როდესაც მოსახლეობის სატკივარზე საუბრობ, მაშინვე პოლიტიკური სარჩული მოძებნოს და ამით აარიდოს თავი რეალურ პრობლემებზე პასუხის გაცემას. ეს არის გვრიტიშვილის ხელწერა და ეს გაიმეორა ლექვინაძემაც.

1.ბატონო ირაკლი, ჩვენ არავის გვესწავლება რამდენად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია კონკურენციის სააგენტოს, მით უფრო ისეთ განვითარებად ქვეყანაში როგორიც საქართველოა, სადაც ბიზნესი და ეკონომიკური ბაზარიც ჩამოყალიბების, დარეგულირების პროცესშია. თქვენ ახალი დანიშნული ხართ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე და შეიძლება ამ წუთში არ მოგეთხოვებათ პასუხი იმ უამრავ პრობლემაზე, რომელიც ამ სისტემაში არსებობს, მაგრამ რა არის თქვენი პირველი განცხადება - კონკურენციის სააგენტო იმოქმედებს უფლებამოსილების ფარგლებში.

ამ სისტემაში, რომ სწორედ უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით უამრავი პრობლემაა, ამაზე დიდი ხანია ყველა ხმამაღლა საუბრობს და ამის დასტურია საკანონმდებლო ინიციატივებიც, იმედია იცით ეს?!

თქვენ, კონკურენციის ახალი ხელმძღვანელი, რას ეუბნებით მოსახლეობას, რომელსაც ბოლო 5 წელიწადში ოფიციალური მონაცემებით 80 %-ით გაიზარდა მედიკამენტების ფასი, ექსპერტების განცხადებით კი გარკვეული წამლების ფასი 200%-ით არის მომატებული. ამ სიტუაციაში თქვენ გვპასუხობთ, რომ ფარმაციის ბაზრის მონიტორინგის ორწლიანი გეგმა არსებობს და ზოგადად, მონიტორინგის პროცესს შეზღუდული ვადები არ აქვს. ეს არის თქვენი პასუხი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყოველდღე სჭირდებათ წამალი სიცოცხლის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, რომლებსაც ყოველდღე ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და ფინანსური პირობების გამო უძვირდებათ ცხოვრება და წამლის ყიდვას ვერ ახერხებენ?

2.ბატონო ირაკლი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ წამლების ფასების შესახებ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში, აფთიაქების საიტებსა თუ ცხელ ხაზებზე? კონკურენციის სააგენტოს ფუნქცია არის ის, რომ ფარმაცევტული ბაზარი დაარეგულიროს და გაარკვიოს რატომ არის დომინანტი ბაზარზე 5 ფარმაცევტული კომპანია (მათ შორის პსპ), თუ ის, რომ შექმნათ ქსელი, სადაც ფასების ჩამონათვალი იქნება განთავსებული? გესმით თუ არა თქვენ, რომ მოსახელობას წამლების მაღალი ფასები აწუხებს და არა ამ ფასებზე ინფორმაციის მიღება?“-წერს ანა დოლიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა