ალეკო ელისაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი, არ აქვს შეიარაღება და არ გააჩნია არანაირი პერსპექტივა - საჯაროდ უნდა მოიხადოს ბოდიში

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან დღეს გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები „აბუჩად ამგდები და დამცინავია“

"მე და ჩვენ "სამოქალაქო მოძრაობა" მოვითხოვთ, რომ თანამდებობით პრეზიდენტმა და შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, სინამდვილეში კი ამ ქვეყნის უზარმაზარმა სირცხვილმა, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ქვეყნისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე. საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი, არ აქვს შეიარაღება და არ გააჩნია არანაირი პერსპექტივა. ის ფაქტი, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალები, სადაც მსახურობს ათასობით ადამიანი, მათ შორის საერთაშორისო მისიებში და ავღანეთში, სადაც ჩვენი ბიჭები ტყვიას შუბლს უშვერენ, იმყოფებიან გაშმაგებული ადამიანების გარემოცვაში და არ არიან დაზღვეულები იმისაგან, რომ საღსალამათები დაბრუნდებიან და ეს ადამიანი ამბობს, რომ ჯარი არ გვყავს და სამხედრო პერსპექტივა არ გვაქვს. სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს ყველა ჯარისკაცის, სერჟანტის, ოფიცრისა და იმ ადამიანების წინაშე ვისაც საქართველოს არმიის სამხრეები აქვს და აცვია ფორმა. ბოდიში მოუხადოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ აბუჩად ამგდები და დამცინავი განცხადების გამო. ეს არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა",-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ინფორმაციას "სამოქალაქო მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა