ნიუ-ჯერსიში მომხდარი სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ნიუ-სითიში მომხდარი სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელი და ორი თავდამსხმელია.

თავდაპირველად სროლა სასაფლაოსთან ახლოს მოხდა, სადაც ორმა შეიარაღებულმა პირმა მათთან მიახლოებულ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა.

დაპირისპირება თავდამსხმელებსა და პოლიციის სხვა ოფიცრებს შორის კოშერის სუპერმარკეტში გაგრძელდა, რასაც სამი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიღუპნენ თავდამსხმელებიც.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები მოპარული სატვირთო ავტომობილით მოძრაობდნენ, რომელშიც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული. მათივე თქმით, აღნიშნულ მოწყობილობას ექსპერტიზა უტარდება.

ინციდენტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ნიუ-სითიში მომხდარი სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა