სერგეი ლავროვი აშშ-ს მოუწოდებს, 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებული კორესპონდენცია გაასაჯაროვოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს აშშ-სთან კომუნიკაციის გასაჯაროვება სურდა, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩარეულა, თუმცა ვაშინგტონმა მისი გავრცელება დაბლოკა.

„ჩვენს კოლეგებს შევთავაზეთ, იმისათვის რომ ყველა უსაფუძვლო ეჭვი გაფანტულიყო, გამოგვექვეყნებინა კორესპონდენციის არხი, რომელიც 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს და ბევრი ადამიანისთვის ყველაფერი ნათელი გახდებობდა, თუმცა, სამწუხაროდ აშშ-ის ადმინისტრაციამ ამაზე უარი განაცხადა,“- აღნიშნა ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელ რა კომუნიკაციას გულისხმობდა, მან მხოლოდ აღნიშნა, რომ მოსკოვი იყენებდა ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ვაშინგტონსა მოსკოვს შორის არსებულ არხებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები რუსეთს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევაში ადანაშაულებენ, თუმცა ბრალდებას მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის