თეთრი სახლი - დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, აშშ-ის არჩევნებში არ ჩაერიოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, აშშ-ის არჩევნებში არ ჩაერიოს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ-ის არჩევნებში არ ჩაერიოს,“- აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, უკრაინასთან კონფლიქტი მოაგვაროს.

სერგეი ლავროვმა შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე არჩევნების საკითხი საერთოდ არ განუხილავთ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვაშინგტონში შეხვდა.

თეთრი სახლი - დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, აშშ-ის არჩევნებში არ ჩაერიოს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო