სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ გაყიდვის მიზნით გამოცხადებული აუქციონი არ შედგა

„საპარტნიორო ფონდის“ მიერ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ გაყიდვის მიზნით გამოცხადებული აუქციონი არ შედგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდში“ განუცხადეს.

სასტუმროს გაყიდვის მიზნით საჯარო აუქციონი 2019 წლის 6 დეკემბერს იყო დაანონსებული, „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა რა შედეგით დასრულდა ის, როგორც „საპარტნიორო ფონდში“ აცხადებენ, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვით, არც ერთი ინვესტორი არ დაინტერესდა და შესაბამისად, აუქციონი ხელახლა გამოცხადდება.

„აუქციონი არ შედგა, რადგან ინტერესი არ იქნა გამოხატული. უნდა გაანალიზდეს რატომ არ შედგა აუქციონი. შემდეგ წინადადებები უნდა წარვუდგინოთ ჩვენს სამეთვალყურეო საბჭოს და როდესაც დამტკიცდება, ხელახლა გამოვიტანთ აუქციონზე”, - აცადებენ „საპარტნიორო ფონდში“.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია. გამოცხადებულ აუქციონზე სასტუმროს მინიმალური საწყისი ფასი 37 565 408 აშშ დოლარი იყო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო