პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილის და მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლეს" კარვები დგას, ადგილზე რამდენიმე სამართალდამცველი იმყოფება

პარლამენტის წინ, სადაც გუშინ მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლესა" და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, ახლა სიმშვიდეა. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ფრიდონ მერებაშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გუშინდელი გაუგებრობის შემდეგ რაიმე სახის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ის გუშინ მომხდარი შემთხვევის დეტალებზე არ საუბრობს. მისი თქმით, მან და კიდევ რამდენიმე ადამიანმა ღამე კარავში გაათენეს. ამ დროისთვის მათ კარავთან ორი ადამიანი იმყოფება.

მოძრაობის წევრების თქმით, პარლამენტის წინ იმ ფაქტს აპროტესტებენ, რომ პოლიტიკური პარტიები მიდიან და საზოგადოების სახელით საუბრობენ. მათივე განცხადებით, ისინი "ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს აპროტესტებენ.

რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილს, მან დღეს კომენტარი არ გააკეთა, თუმცა გუშინ განმარტა, რომ პირველი უთანხმოება მოძრაობის მიერ კარვის თემირლან მაჩალიკაშვილის ბანერის წინ დადგმამ გამოიწვია. მისი განცხადებით, ამის უფლებას არავის მისცემს. პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილის ორი კარავი დგას, რომელიც იზოლირებულია, მის გვერდით კი - მოძრაობა "შევინარჩუნოთ სიცოცხლეს". ადგილზე რამდენიმე სამართალდამცველი იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა