საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის საქართველო“ ახალი კონსტიტუციური მოდელის ხედვას „საქართველოს მომავლის საფუძველს” წარადგენს

დღეს, 20:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის საქართველო“ წარადგენს ხედვას ოპტიმალური კონსტიტუციურ-მმართველობითი მოდელის შესახებ. ღონისძიება ტარდება სასტუმრო Wyndham Grand Tbilisiს საკონფერენციო დარბაზში (მის: ლ. გუდიაშვილის N 3).

ახალი საკონსტიტუციო მოდელი პროპორციულისა და უპარტიო წარმომადგენლობითი სისტემების კომპლექსია და მოიცავს (სხვა საკითხებთან ერთად) 2 პალატიანი საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბების ხედვას. ასეთი მიდგომით უზრუნველყოფილი იქნება ხელისუფლების დაბალანსება, საფუძველი ჩაეყრება სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის დემოკრატიზაციის დონის ამაღლებას ე.წ. ადვილი არჩევნების გზით.

ღონისძიებაზე მოხდება კონსტიტუციური მოდელის ხედვის დეტალური განხილვა და მოეწყობა დისკუსია. ღონისძიებას დაესწრებიან: კონსტიტუციონალისტები, პოლიტიკის, ბიზნესისა და არასმთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

„საკანონმდებლო სისტემაში საფუძველი უნდა ჩაეყაროს ორპალატიან ორგანოს რომლითაც შესაძლებელი გახდება ხელისუფლების დაბალანსება. პოლიტიკოსის გადაწყვეტილებები პარლამენტში მეორე პალატამ უნდა დაამტკიცოს, ჩვეულებრივმა არაპარტიულმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა კანონების შექმნაში და მათი განხორციელების კონტროლში“ – აცხადებს „მომავლის საქართველოს“ დამფუძნებელი და ახალი კონსტიტუციური მოდელის ხედვის ავტორი თენგიზ ტყეშელაშვილი.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა