კახა კალაძე - რეკლამის არასწორად განთავსების გამო, საპატრულო პოლიციის მიერ ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმები სწორადაა გამოწერილი

რეკლამის არასწორად განთავსების გამო, საპატრულო პოლიციის მიერ ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმები სწორად იყო გამოწერილი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი რეგულაცია არ შეცვლილა, ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის და მას რეკლამის განთავსებისთვის აქვს სპეციალურად გამოყოფილი ადგილი.

„ქალაქში მოძრაობს თეთრი ფერის ტაქსები, სადაც ყველგან რეკლამაა გადაკრული, მთლიანად რეკლამითაა შეფუთული. ეს მიუღებელია და ცდება იმ ვიზუალურ სტანდარტს, რომელიც ჩვენ მიერაა დამტკიცებული. ამიტომ, სწორად იქნა ჯარიმები გამოწერილი. ამასთან, ქალაქში გადაადგილდება მანქანები, რომლებსაც უკანა ნაწილი აქვს სხვა ფერის, ტაქსის კორპუსი კი არის თეთრი ფერის. ვიცი, რომ ყოველდღიურად მათ ეგზავნებათ SMS-ები, რომ თუ არ მოწესრიგდება, დაჯარიმდებიან. განვმარტავ, რომ რეკლამისთვის არავინ დაჯარიმდება, მაგრამ რეკლამის განსათავსებელი ადგილი გაწერილია ჩვენ შემუშავებულ რეგულაციებში და ეს არ უნდა დაირღვეს“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო