ირაკლი ხმალაძე - უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება 300  მიკროავტობუსის შესყიდვაზე, რასაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს

„მერია და მიკროავტობუსების კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია, რომელიც უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ხმალაძის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი 300 მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით და ამ შესყიდვას მუნიციპალიტეტი განახორციელებს.

„კომპანიას მართლაც აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა და არანაირი რესურსი იმისთვის, რომ მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება, ამის მიზეზად გასულ პერდიოდშიც და ახლაც ვასახელებ იმას, რომ ჩვენამდე მმართველობის პერიოდში თვალი იხუჭებოდა ყველა იმ ფინანსურ პრობლემაზე, რაც კომპანიის ირგვლივ ტრიალებდა. კომპანიის გადმოსახედიდან ტარიფის ზრდაზე მოთხოვნა არის სრულიად ლეგიტიმური და ეს ყველაფერი დადასტურებულია აუდიტორული დასკვნით. როგორც აღვნიშნეთ, კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, დღეს ვდებთ მემორანდუმს კომპანიასთან და მერია და კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტბუსების ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია, რომელიც უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ტარიფის ზრდა ეწინააღმდეგება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ითვალილსწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას. უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი სამასი ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით და ამ შესყიდვას განახორციელებს მუნიციპალიტეტი და დედაქალაქის მგზავრებს მოემსახურება მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიკროავტობუსები. დადგენილი და შეთანხმებულია ჩვენ შორის, რომ კომპანიას აქვს ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესების პოტენციალი და ამაზე რეკომენდაციებს თავად აუდიტორიც წერს. მომდევნო პერიოდში, ჩვენ კომპანიასთან საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობით მოვახერხებთ იმას, რომ კომპანია დარჩენილი პარკის ჩანაცვლებასაც გააკეთებს და მერიის მიერ შეძენილი მიკროავტობუსების გამოსყიდვასაც“, - განაცხადა ხმალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს