კახა კალაძის განცხადებით, კახეთის გზატკეცილზე საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამუშაოები დასრულებულია და გადაადგილება შესაძლებელია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, კახეთის გზატკეცილზე საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამუშაოები დასრულებულია და გადაადგილება შესაძლებელია.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კახეთის გზატკეცილზე დარჩენილია გამწვანებითი სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს, ასევე, დახაზვითი სამუშაოები და განათების ბოძების ჩანაცვლების პროცესი, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება.

გარდა ამისა, კალაძის ინფორმაციით, გამწვანების აქციის ფარგლებში კახეთის გზატკეცილზე 2000 ძირი სამ მეტრზე მაღალი ხეები, 800 ძირი ბუჩქი, 20 ათასი ძირი ტუია და 3500 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგვება.

კალაძემ გასულ წელს კახეთის გზატკეცილის სათადარიგო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარვეზებს, რომლებიც ამ სამუშაოებს ჰქონდა, შემსრულებელი კომპანია საკუთარი ხარჯებით უახლოეს დღეებში გამოასწორებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა