ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტმა სამარცხვინო, მოღალატეობრივი და კაპიტულანტური განცხადებისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს, თავდაცვის მინისტრმა კი სასწრაფო განცხადება გააკეთოს

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" ანტისახელმწიფოებრივსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის დამაზიანებელს უწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება".

„ლელო” მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს დაუყოვნებლივ მოუხადოს ბოდიში თითოეულ ჯარისკაცს, ასევე მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს, მოახდინონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე მკაცრი რეაგირება.

აღნიშნული განცხადება "ლელოს" წევრებმა გმირთა მემორიალთან გააკეთეს, სადაც სადაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს ქართულ ჯარს.

„საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" გმირთა მოედანზე მოვიდა იმისთვის, რომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს ქართულ ჯარს და მადლობა ვუთხრათ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ ვეტერანს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც მსახურობდა და მსახურობს ქართულ ჯარში,მათ ოჯახებს.ასევე ვუთხრათ, მიუხედავდ იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება საუბედუროდ არ აფასებს თქვენს სამსახურს და ეს გამოიხატება ბევრ რამეში, კულმინაციური იყო პრეზიდენტის მიერ გაკეთებული სრულიად სამარცხვინო, მოღალატეობრივი და კაპიტულანტური განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი და არც ეყოლება. ქართულ ჯარს გვინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ სრული მხარდაჭერა და მადლობა ვუთხრათ. "ლელო"თქვენს გვერდითაა. ქართველი ხალხი აფასებს თქვენს სამსახურს. პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოიხადოს ბოდიში და ასევე სასწრაფო განცხადება უნდა გააკეთოს თავდაცვის მინისტრმა, რომელსაც ძალიან დააგვიანდა და მისი დუმილი შემაშფოთებელია.

თქვენ, ქართველო ჯარისკაცებო, საუბედუროდ, გყავთ უღირსი მთავარსარდალი, მაგრამ ეს არის დროებითი. ის, რასაც თქვენ ემსახურებით - სამშობლო, ეს არის მუდმივი და ჩვენ მადლიერი ვართ თქვენი სამსახურის",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე