ვანო მაჭავარიანი - ზურაბიშვილის განცხადებით „მეგობარ“ რუსეთს ნამდვილად ექნება ახალი სახალისო თემა - „ოცნებამ“ უნდა ახსნას, მის მიერ თავსმოხვეული პრეზიდენტი რატომ აკეთებს მსგავს განცხადებებს

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა ახსნას მათ მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის თავსმოხვეული პრეზიდენტი რატომ აკეთებს მსგავს განცხადებებს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება შეაფასა.

მაჭავარიანის თქმით, ქართული ჯარი ასეთ უმაღლეს მთავარსარდალს არ იმსახურებს.

„ქალბატონი ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება ნამდვილად არ იყო არც სახელმწიფო მეთაურის, არც უმაღლესი მთავარსარდლისა და არც პოლიტიკოსის განცხადება, რომელსაც ემყარება ქვეყანა და მისი წარმატება უხარია. ისიც სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს, ის არ იცნობს იმ აუცილებელ სახელმწიფო დოკუმენტაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის თვადაცვისუნარიანობისა და ჯარის აღმშენებლობის მიმართულებით არის შემუშავებული. საქართველოს ჯარი, რომელიც არის ნატო-ს სტანდარტების მიერ გაწვრთნილი და ძალიან მაღალ შეფასებას იღებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან, უბრალოდ არ იმსახურებს ასეთ უმაღლეს მთავარსარდალს. ვფიქრობ, რომ თვითონ, პირველ რიგში, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ახსნას მის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის თავსმოხვეული პრეზიდენტი, რატომ აკეთებს მსგავს განცხადებებს. ქალბატონი ზურაბიშვილი უფრო მეტად გადმოგვცემს იმ განწყობას, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის გარშემო, ზოგადად, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ და საქართველოს თავდაცვის ძალებთან მიმართებით. ეს არის პრობლემა და ვფიქრობ, ეს არის „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა, რომელიც ღრმა კრიზისშია“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

შეკითხვაზე, რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს პრეზიდენტის განცხადებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მაჭავარიანის შეფასებით, რუსეთს ეს გაუხარდება, საერთაშორისო პარტნიორებს კი იმედი გაუცრუვდებათ.

„ჩვენს ყველაზე დიდ „მეგობარს“, რუსეთს, ნამდვილად ექნება ახალი სახალისო თემა, როგორც ეს იყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქალბატობი ზურაბიშვილის გამოსვლა, რომელიც მთქნარებისა და დაცინვის საგანი გახდა. რა თქმა უნდა, რუსეთს მსგავსი არასერიოზულობა საქართველოს მეთაურის, მთავარსარდლის გაუხარდება, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომლებიც მუშაობენ საქართველოსთან ერთად ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და ჯარის აღმშენებლობაზე, ეს იქნება გარკვეულწილად ძალიან დიდი იმედგაცრუება „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური ძალისა და მათი ლიდერების მიმართ“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს