სლოგანით „ეზოში ქვეყნის მტერია" მოძრაობა „შეცვალე" პრეზიდენტის სასახლესთან აქციას მართავს

"ეზოში ქვეყნის მტერია", - ამ სლოგანით პრეზიდენტის სასახლესთან მოძრაობა "შეცვალე" აქციას მართავს. ისინი ჯართან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ. აქტივისტები სალომე ზურაბიშვილს ანტისახელმწიფოებრივ განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებენ.

"ადამიანი, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალია, რომელიც ქვეყნის წარმომადგენელია საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც კონსტიტუციის გარანტია, არ უნდა აკეთებდეს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რომელიც ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებას უწყობს ხელს", - განაცხადა მოძრაობის წევრმა ანნა ქართლელიშვილმა.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერით: “სალომე “ქოცების“ მთავარსარდალი”, “ზურაბიშვილი vs ჯარისკაცები”, “სალომე „ოცნების“ მთავარსარდალი”.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო