სოფო კილაძე ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატზე - პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანურად ძალიან მძიმეა

პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანურად არის ჩემთვის ძალიან მძიმე", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა, რითაც ხვალ დაგეგმილ პროცესს გამოეხმაურა, რომლის დროსაც უნდა მოხდეს მსჯელობა ნიკა მელიას მიმართ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

კილაძის თქმით, პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანურად არის მძიმე.

„ჩემთვის, ადამიანურად ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება, რომ ჩემს კოლეგას თუნდაც ოპოზიციიდან ეყრება კენჭი, რათა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და ეს სამწუხაროდ, არ ტოვებს არავითარ ადგილს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ „კი“ ან „არა“ გადაწყვეტილება, ეს არის კონსტიტუციის კრიტერიუმებით დადგენილი ვალდებულება თუ არსებობს სასამართლოს ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, მაშინ პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანურად არის ჩემთვის ძალიან მძიმე", -განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა