„ლელო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით ხვალ, პარლამენტთან აქციას გამართავს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით ხვალ, პარლამენტთან აქციას გამართავს.

როგორც „ლელოს“ სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეთა ვერც ერთი კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის იმ ნიშნულს, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. ამასთან, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ტყუილია ყველა ის განცხადება, ვინც ამბობს, რომ შესაძლოა, რამდენიმე კანდიდატი მაინც შეირჩეს. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი იყო ფარსი.

„ქართული ოცნების“ მიერ განხორცილებული რეფორმის ერთადერთი შედეგი არის ის, რომ სასამართლოს ისევე, როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს მიიტაცებს ერთი კონკრეტული პარტია და ჩაიდებს ჯიბეში. ეს არის განზრახული, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გახდა ყველასთვის აშკარა, როდესაც სადღაც, ბნელ ოთახში დაწერილი სია უნდოდათ შეეპარებინათ პარლამენტში. საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ შექმნეს ბუტაფორიული პროცესი, რომ თითქოს ჩატარდა კონკურსი, თითქოს, მათი ცოდნისა და კომპეტენციის მიხედვით არჩევნდნენ ადამიანებს, მაგრამ როდესაც ეს კანდიდატები გასაუბრებას გადიოდნენ იუსტიციის საბჭოში და გამოდიოდნენ პარლამენტში, მთელმა საქართველომ ნახა, რომ ამ კანდიდატების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს სამართლის ელემენტარული ცოდნა. მათ ნაწილს არ აქვს შესაბამისი ფორმალური კვალიფიკაციაც კი, დიპლომი და არც ერთ მათგანს არ აქვს კეთილსინდისიერების განცდა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში 12 დეკემბერს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა