ეკა ბესელია პარლამენტში თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი მოსართლეობის კანდიდატების ბიოგრაფიებით მივიდა, რომელსაც დეპუტატებს დაურიგებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტში თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი უზენაესი სასამართლოს მოსართლეობის კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიებით მივიდა, რომელსაც დეპუტატებს დაურიგებს. ეკა ბესელია კოლეგებს მოუწოდებს, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, ვის ირჩევენ უზენაეს სასამართლოში უვადოდ და აცხადებს, რომ წარმოდგენილი კანდიდატები წარსულში ძალადობრივ რეჟიმს აძლიერებდნენ.

"იქნებ ეს ფურცელი და მოკლე ბიოგრაფია მაინც დაეხმაროთ მათ, რომ თვალი გადაავლონ უახლოეს წარსულს. როცა ამბობენ, რომ ემიჯნებიან და ებრძვიან იმ ძალადობრივი სისტემის წარმომადგენლებს, აი ესენი არიან იმ ძალადობრივი სისტემის წარმომადგენლები, რომელთაც უნდა მისცენ ხმა ხვალ. ამიტომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, ვიდრე ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებას მიიღებენ,"- აცხადებს ეკა ბესელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა