გია ვოლსკი - პრეზიდენტის განცხადება მე ასე გავიგე, რომ ჩვენი მთავარი იარაღი მაინც განათლება და კულტურაა

პრეზიდენტის განცხადება მე ასე გავიგე, რომ ჩვენი მთავარი იარაღი მაინც განათლება და კულტურაა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას.

ვოლსკის თქმით, ქართული ჯარი მოწინავე ჯარია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„მემგონი თემა აქ აბსოლუტურად ნათელია. ჩვენი ჯარი არის მოწინავე მთელ მსოფლიოში და იმ სტანდარტის, რასაც ჰქვია საერთაშორისო სტანდარტი. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება მე ესე გავიგე, რომ ჩვენი მთავარი იარაღი მაინც განათლება და კულტურაა, პრიორიტეტი არა ომი, არამედ განათლების განვითარების ხაზია. ომის მომხრეები რასაკვირველია არავინ არ ვართ“, - განაცხადა ვოლსკმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა