თამარ ხულორდავა ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერს

დამოუკიდებელი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ხულორდავა ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერს. კითხვაზე, იკვეთება თუ არა მელიასთან დაკავშირებით პოლიტიკური მოტივი, დეპუტატი ამბობს, რომ მას გარკვეული კითხვები აქვს.

„პირადად მე ამას მხარს არ დავუჭერ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საფრთხილო გადაწყვეტილება და არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას დავუჭირო მხარი. ეს არის ყველაფერი შეფასების საკითხი, ეს ბადებს გარკვეულ კითხვებს. ზოგადად სისხლის სამართლის საქმეს შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. როცა ადამიანის მიმართ არ არის საპატიმრო ღონისძიება გამოყენებული, არის ხოლმე რომ გარკვეული დრო სჭირდება საქმის განხილვას, მაგრამ ძალიან უცნაური დამთხვევაა", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა