მამუკა მდინარაძე - შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მითუმეტეს პრეზიდენტმა

შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მითუმეტეს ქვეყნის პრეზიდენტმა, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჯართან დაკავშირებით პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას.

მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს ჯარი, რომლითაც შეგვიძლია თავისუფლად ვიამაყოთ და ამას აღიარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

„ეს ადამიანები მშვიდობისთვის იბრძვიან, მაგალითად ავღანეთში. როცა პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას აკეთებს, ამ დროს მეტი სიფრთხილეა გამოსაჩენი. შეიძლება, სხვა რამეს გულისხმობდა, მაგრამ ასეთ განცხადებებს მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან საქართველოს ჰყავს საამაყო ჯარი და ჯარისკაცები. ირაკლი ღარიბაშვილს ვეთანხმები, რომ ასეთი განცხადებები მიუღებელია. ყველა ასეთ განცხადებებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რადგან შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უმეტეს ქვეყნის პრეზიდენტმა,"– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს