ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" პლენარულ სხდომას, რომელზეც მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრიან, ბოიკოტს უცხადებს

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" პარლამენტის სესიას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა გაიმართება, არ დაესწრებიან.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში განმარტავს, მათი ფრაქციის 6 წევრიდან 5- მა უმრავლესობა დატოვა სწორედ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიის წარმოდგენის შემდეგ.

"ჩვენ ვემიჯმებით კენჭისყრის პროცედურას და პროცედურის თანახმად, რეგლამენტის 91-ე მუხლით ეს გახლავთ ბოიკოტის პროცედურა. იმ დღეს, როცა მოხდება მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პლენარულ სესიაზე, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ არ დაესწრება სხდომას.

არ ვიცი, რამდენად დარჩება მარტო „ქართული ოცნება“ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში. არ გამოვრიცხავ, რომ კოლეგებმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მიიღონ სხვა გადაწყვეტილება. ეს არის თითოეული დეპუტატის გადაწყვეტილება და პოზიცია, ამიტომ დაველოდოთ რა მოხდება კენჭისყრის დღეს,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში ხვალ, 12 დეკემბერს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო