„სამოქალაქო მოძრაობა“ პლაკატებით: “ირანული მთავარ  შანდალი”, “მთავარსარდალო” ჯარი გვყავს! ბოდიში მოიხადე სა-ჯაროდ” ათონელის რეზიდენციასთან აქციას მართავს

ათონელის რეზიდენციასთან ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობა” აქციას მართავს. ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ გიორგი ანწუხელიძის ფოტოები. ასევ პლაკატები წარწერებით: “ირანული მთავარ შანდალი”, “მთავარსარდალო” ჯარი გვყავს! ბოდიში მოიხადე სა-ჯაროდ”.

აქციის მონაწილეებმა “პრეზიდენტის პოლიტიკურ გარდაცვალებას” წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

როგორც “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მოთხოვნაა, პრეზიდენტი გამოვიდეს და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ჯარისა და საზოგადოების წინაშე.

“ერთი დიდი სახელმწიფოებრივი პრობლემა ის გვაქვს, რომ ანტისახელმწიფოებრივი, სამარცხვინო პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გვყავს, რომელმაც აკადრა ამ ქვეყანას, აკადრა არმიას, რომ თუმე არ გვყავს და ყველაზე გულისამრევი რაც იყო - არც გვყავს და არც გვეყოლებაო. რუსები რასაც გველაპარაკებიან, ეს არის ზუსტად. ეს არის ქართული სახელმწიფოსა და ქართული ინსტიტუტის შეგნებულდ აბუჩად აგდება. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ არმია არის ჩვენი საფიცარი და ეს ქალი გამოდის და ამბობს, რომ ჯარი არ გვყავს. მაშინ რისი მთავარსარდალია, აგვიხსნას”, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა".

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო