ეკა ბესელია ხუნდაძის კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენაზე - მშვიდობაში ეს თანამდებობები

მშვიდობაში ეს თანამდებობები, დაწინაურებული არიან ადამიანები, რომლებმაც თითქოს პარტიის თავმჯდომარეს წინააღმდეგობა გაუწიეს,- ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია დიმიტრი ხუნდაძის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენას.

მისი შეფასებით, ადამიანებს ხელისუფლებაზე უკვე ეცინებათ, რაც მმართველი გუნდის "კრიტიკულ ფაზაში ყოფნაზე მიუთითებს".

„მე ნამდვილად არ ვისურვებდი დამენახა ახლა ამ ვითარებაში, როგორ გამოიყურება თანამდებობების განაწილება იმ ფონზე, როცა დაწინაურებული არიან ადამიანები, რომლებმაც თითქოს პარტიის თავმჯდომარეს გაუწიეს წინააღმდეგობა და ჩააგდეს მისი ინიციატივა. მე რომ მახსენდება როგორი სახალხო პარტიული გაკიცხვა მოუწყვეს გედი ფოფხაძეს და რა ამბავი იყო, რომ კრიტიკული აზრის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე წარვადგინე და როგორი რეაქციები ჰქონდა მაშინ პარტიის თავმჯდომარეს, სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელეს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი და ახლა ხდება არა თუ დასჯა იმ ადამიანების, არამედ დაწინაურება და ეს არის ერთგვარი ჯილდო, რომელიც მათ ჩამოურიგეს. ეს ძალიან სასაცილო საყურებელია და ხელისუფლებაზე ეცინებათ ადამიანებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება კრიტიკულ ფაზაშია,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა