მამუკა მდინარაძე „ევროპულ საქართველოზე“ - დადიან თავგზაარეულები - ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა არ ვიცი, „ნაცმოძრაობის" ბოკერიას შტოს რა უნდა

დადიან თავგზაარეულები. რა უნდათ, თვითონაც არ იციან, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს" წევრების კომიტეტებში წარდგენას.

„ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა არ ვიცი, „ნაცმოძრაობის" ბოკერიას შტოს რა უნდა. ჯერ გავიდნენ, ვითომ ბოიკოტის მიზნით, ახლა ისევ შემოდიან. დადიან თავგზაარეულები. რა უნდათ, ვერ გეტყვით, რადგან თვითონაც არ იციან, რა უნდათ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ევროპული საქართველოს“ სამი ფრაქცია კომიტეტებში წევრების წარდგენასთან დაკავშირებით ბიუროს მიმართავს.

როგორც პარლამენტის ბიუროზე გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც გასულ ბიუროს სხდომაზე კომიტეტების წევრების ახალი კვოტები დამტკიცდა, საპარლამენტო ოპოზიციამ კომიტეტებში ფრაქციის წევრების წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო და ბიუროს მიმართა.

საპარლამენტო ოპოზიციის ეს მიმართვა, უმრავლესობის დეპუტატებმა ოპოზიციის მიერ საკომიტეტო საქმიანობაში დაბრუნებად შეაფასეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო