ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის მეორე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის მეორე ტომი, რომელიც წნევის პრობლემებს ეხება, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად უკვე გამოვიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L“-დან აცნობეს.

„არტერიული ჰიპერტენზია საგანგაშოდ არის გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 60 წლის ზემოთ მსოფლიო მოსახლეობის 50 პროცენტს აღენიშნება მომატებული არტერიული წნევა. მთლიანობაში პლანეტის 20% ჰიპერტონიკია.

არცთუ იშვიათად, ჰიპერტენზია დიაგნოსტირდება სრულიად შემთხვევით, მაგალითად, დისპანსერული გასინჯვის დროს.

დაავადების შესახებ სწორი ინფორმაციის მიღება, დროულად ყურადღების მიქცევა დაგვეხმარება ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელი მძიმე გართულებების თავიდან აცილებასა და მის მკურნალობაში“, - აცხადებენ „პალიტრა L”-ში.

მათივე ცნობით, "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის მთელი ოჯახისათვის" - ეს არის 100%-ით დაზუსტებული ინფორმაციაა, რომელიც მკითხველს დღეისათვის ყველაზე გავრცელებული დაავადებების მართვასა და ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებას ასწავლის.

მეორე ტომი - "წნევის პრობლემები" მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დავირეგულიროთ წნევა, როგორ გამოვიყენოთ სახლში წნევის გასაზომი ხელსაწყოები, ასევე, გავეცნობით დიეტებსა და მედიკამენტების სიას.

შეგახსენებთ, რომ გზამკვლევის მეორე ტომი, ერთი კვირის განმავლობაში გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად - 8 ლარად არის ხელმისაწვდომი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო