ომბუდსმენის კვლევა - 10 თვის მონაცემებით, 16 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 9 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაულის ნიშანი

2019 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოში 16 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 9 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაულის ნიშანი და 1 თვითმკვლელობამდე მიყვანა, დანარჩენი 7 კი - სხვა მოტივი. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის კვლევაშია აღნიშნული.

როგორც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნული სტატისტიკა წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.

მისივე თქმით, ასევე გაუმჯობესებულია პროკურატურის და შსს-ს საქმიანობა ამ მიმართულებით.

„ჩვენ 2016 წლიდან დავიწყეთ ფემიციდის მონიტორინგი ქვეყანაში. წელს შევაჯამეთ 4 წლის მდგომარეობა, ანუ მონიტორინგი განვახორციელეთ 2014-2018 წლებში ქალთა მიმართ მკვლელობების და მკვლელობების მცდელობების საქმეებზე, შევისწავლეთ სასამართლოში დასრულებული საქმეები, ასევე პროკურატურიდან გამოვითხოვეთ შეწყვეტის შესახებ დადგენილებები და შსს-დან შესაბამისი ინფორმაცია. შემიძლია გითხრათ, რომ მდგომარეობა და დინამიკა ძალიან განსხვავდება 2014-2015 წელთან შედარებით და ვფიქრობ, ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სახალხო დამცველს, რომლის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ შექმნილიყო რეაგირების მექანიზმი.

ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებულია პროკურატურის და შსს-ს საქმიანობა ამ მიმართულებით. წინა წლებისგან განსხვავებით პროკურატურას არ გამოუყენებია თითქმის არც ერთი საპროცესო შეთანხმება ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, როგორც წესი გამოიყენება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა და ითვალისწინებენ მოძალადის წინა ისტორიას, რაც არ გვხვდებოდა წინა წლებთან მიმართებით, ალბათ ამის შედეგიცაა ის, რომ შარშან შემცირებული იყო სტატისტიკა”,- განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, პრობლემები კვლავ რჩება სასამართლოს კუთხით.

„ჩვენ კვლავ გვაქვს პრობლემები, განსაკუთრებით სასამართლოს ეტაპზე, სტატისტიკის წარმოება და სწორი იდენტიფიცირება ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების არის პრობლემატური და ამ მიმართულებით ჩვენი ძირითადი რეკომენდაციები მდგომარეობს იმაში, რომ ამოქმედებული და უფრო ეფექტურად გამოყენებული იყოს ის საკანონმდებლო ცვლილება რაც შარშან შევიდა და ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა. იმედს ვიტოვებთ, ამ ცვლილებების შედეგად კიდევ უფრო უკეთესი შედეგი გვექნება”,- განაცხადა ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა