დავით ბაქრაძე გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე განხორციელებული თავდასხმის დროულ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ პარტიის წევრებზე, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე განხორციელებული ინციდენტის დროულ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, პარტიის წევრებზე განხორციელებული თავდასხმა არის იმ ძალადობრივი კლიმატის გაგრძელება და შედეგი, რომელიც დღეს ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა.

„ყველა ვხედავთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მიგზავნას, ე.წ. კონტრაქციებს ოპოზიციის წინააღმდეგ, როცა ყველა ვხედავთ წლების განმავლობაში დაუსჯელ ძალადობას ოპოზიციური ლიდერებისა და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ და ეს ხდება იმ ფონზე, როცა არსებობს მკაფიო კონტრასტი, როცა ხელისუფლების წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ აქტივისტებს აპატიმრებენ ნებისმიერი საბაბით, როცა ადამიანებს იჭერენ აქციაზე შეშის მიტანისთვის, სასამართლოს წინ სიმბოლური პროტესტის სახით ლობიოს მარცვლების დაყრისთვის და არ აპატიმრებენ მოძალადეებს, ვინც ფიზიკურად ძალადობს, კამერების, სამართალდამცველების, პოლიციის თვალწინ, ძალადობს მშვიდობიან ადამიანებზე. ამ ყველაფრის გაგრძელებაა დღევანდელი ძალადობრივი ინციდენტიც“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, იმისგან დამოუკიდებლად ეს ადამიანები ხელისუფლების მიგზავნილები იყვნენ თუ ქმედება საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე ჩაიდინეს, მომხდარზე პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლებას ეკისრება.

„მოვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას და იმ ადამიანების დასჯას, ვინც ამ ძალადობაშია დამნაშავე,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო