კახა კალაძე - 32 პარტიას 1000 კაცი ჰყავდა გამოყვანილი, რა ძალის დემონსტრირებაზე ლაპარაკობთ?!  ნუ შეიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში, არანაირ კონტრაქციაზე არ არის საუბარი

32 პარტიას 1000 კაცი ჰყავდა გამოყვანილი, რა ძალის დემონსტრირებაზე ლაპარაკობთ?! ძალიან გთხოვთ, ნუ შეიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში და ნუ მიაწოდებთ არასწორ ინფორმაციას. არანაირ კონტრაქციაზე არ არის საუბარი, -ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, 14 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება ოპოზიციის აქციების კონტრაქცია არ არის.

“ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 2012 წლის შემდეგ გვაქვს სერიოზული წინსვლა და მიღწევები ამ მიმართულებით, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია. ის, რომ ჩვენ თავმჯდომარე ქვეყანა ვართ, ამასთან დაკავშირებით 14 დეკემბერს გაიმართება ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელობით ღონისძიება. მინდა ყველას მოვუწოდო, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით და დაესწარით ღონისძიებას. ეს არის საზეიმო ღონისძიება", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე დასწრების უფლება საჯარო მოხელეებსაც აქვთ, თუმცა აღნიშნავს, რომ მათთვის მესიჯები არავის გაუგზავნია.

„საჯარო მოხელეებსაც აქვს უფლება მობრძანდნენ აქციაზე. ვერავინ შეზღუდავს საჯარო მოხელეს და არ მოგატყუოთ ვინმემ და არ შევიყვანოთ შეცდომაში. წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები და ერთად ვიზეიმოთ 14 დეკემბერს," - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის დროს მსგავსმა ღონისძიებებმა შეიძლება დესტაბილიზაციის საფრთხე შექმნას, კალაძე ამბობს, რომ ამის საფრთხე არ არსებობს.

"პოლიტიკური კრიზისი ნამდვილად არის, ამაში გეთანხმებით. პოლიტიკური კრისიზი აქვს იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ოპოზიციურ, დესტრუქციულ პარტიებს. ხელისუფლებას ნამდვილად არ აქვს კრიზისი. ამასთან არანაირი პოლიტიკური პატიმრები არ არის ქვეყანაში. დიალოგს მივესალმები, ეს ძალიან კარგია და ეს პროცესი დაწყებულია. რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ოპოზიციის ლიდერებთან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ჩართულობით. ეს ნამდვილად მისასალმებელია",- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლება ოპოზიციის აქციების პარალელურად კონტრაქციებს აწყობს, კალაძე ამბობს, რომ "თუ ჩუგოშვილი ამას კონტრაქციად აღიქვამს, ეს მისი პრობლემაა".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა