საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობოები და პოლიტიკური პარტიები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით  ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები საქართველოს ხელისუფლებას, გაერო-ს გენერალურ მდივანს, საერთაშორისო წითელ ჯვარს, ევროკავშირ,, საერთაშორისო ორგანიზაციებს დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სტრატეგიული ანალიზის კვლევის ცენტრიდან აცნობეს.

„ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი მოვითხოვთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს გატაცებული და ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ცნობილი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. ვაჟა გაფრინდაშვილი, საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, დააკავეს რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, როცა ის ცდილობდა კვალიფიციური სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა მძიმედ დაშავებული პაციენტისთვის. დაკავების შემდეგ, 15 ნოემბერს ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა მას უკანონო, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რუსეთის საოკუპაციო ძალები, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმისა და პრინციპის ფეხქვეშ გათელვით, რეგულარულად იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს და ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში/წინასწარი დაკავების იზოლატორებში უკანონოდ გადაჰყავთ. ამ ფონზეც კი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ის პირველი ექიმია, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოში თავისი პროფესიული მოვალეობების შესრულებისას.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისფულებას: სასწრაფოდ გადადგას რეალური ნაბიჯები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვლის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

თხოვნით მივმართავთ გაეროს გენერალურ მდივანს, საერთაშორისო წითელ ჯვარს, ევროკავშირს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას - გთხოვთ მიიღოთ ქმედითი ზომები რუსეთის, კიდევ ერთი, ხაზგასმულად თავხედური გამოწვევის წინააღმდეგ - ევროპაში, საქართველოში რუსეთი იტაცებს ქართველ ექიმს და უკანონოდ უზღუდავს თავისუფლებას მის მიერვე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. გთხოვთ, თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის და დიპლომატიური მეთოდების გამოყენებით აიძულოთ რუსეთი შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიზმის პრინციპების ფეხქვეშ გათელვა და გაათავისუფლოს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან. ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოში, დღესაც აქ, საქართველოდან იწყება რუსეთის შეკავება და ერთიანი ევროპის თავისუფლება და ძლიერება,“ - ნათქვამია მიმართვაში.

ერთობლივ მიმართვას ხელს აწერენ: 1. „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“; 2. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“; 3. „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“; 4. „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“; 5. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“; 6. „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი“; 7. „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“; 8. სამოქალაქო მოძრაობა „გაბედე“; 9. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“; 10. სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალე“.

ასევე, 1. „ახალი საქართველო“, გიორგი ვაშაძე; 2. „ახალი საქართველოსთვის“ ნიკოლოზ ვაშაკიძე; 3. „ახალი მემარჯვენეები“, მამუკა გამყრელიძე; 4. „ახალი ქრისტიან - დემოკრატები“ ნიკოლოზ ჯოგლიძე; 5. „გამარჯვებული საქართველო“ კონსტანტინე კემულარია; 6. „გირჩი“, იაგო ხვიჩია; 7. დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე; „ტრიბუნა“, დავით ჭიჭინაძე; 9. „ევროპელი დემოკრატები“, პაატა დავითაია; „ევროპული საქართველო“, გიგი უგულავა; 11. „ემსახურე საქართველოს“, მურმან დუმბაძე; 12. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს