„თბილისის მიკროავტობუსი” - მერიასა და კომპანიას შორის შეთანხმება მიღწეულია და მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაიწყება ისე, რომ  მგზავრობის ტარიფი არ გაიზრდება

თბილისის მერიასა და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“ შორის შეთანხმება მიღწეულია და მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაიწყება ისე, რომ მოსახლეობას მგზავრობის ტარიფი არ გაეზრდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსიდან” აცნობეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ „თბილისის მიკროავტობუსი“ და დედაქალაქის მერია მემორანდუმს დღეს გააფორმებენ.

„კომპანია „თბილსის მიკროავტობუსი“ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ავტოპარკის ჩანაცვლების ერთადერთ გზად მგაზვრობის ტარიფის ცვლილებას მიიჩნევდა, რაც ასევე დადასტურებულია აუდიტორული დასკვნით. თუმცა დედაქალაქის მერიამ გაიზიარა ბიზნესის გართულებული მდგომარეობა და შევთანხმდით, რომ მგზავრობის ფასის ცვლილების გარეშე, მერია შემოიყვანს სამას მიკროავტობუსებს, რომელიც თბილისის მოსახლეობას მოემსახურება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ საკითხებზე 300 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესყიდვასთან დაკავშირებით. ამ შესყიდვას განახორციელებს მუნიციპალიტეტი და დედაქალაქის მგზავრებს მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიკროავტობუსები მოემსახურება. გარდა ამისა, შეთანხმებულია კომპანიასა და მერიას შორის რომ „თბილისის მიკროავტობუსი“ ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესების შემდეგ დარჩენილ ავტოპარკსაც ჩაანაცვლებს და მერიის მიერ შეძენილ მიკროავტობუსების გამოსყიდვისს პროცესსაც დაიწყებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს