გიორგი გახარია - ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე და  ქედი მოვიხაროთ იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად ჩადიან

ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე და უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, პირველ რიგში, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად ჩადიან, ამისი მაგალითი გვქონდა დღესაც, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე დასმულ შეკითხვას.

ის ამავე კონტექსტში ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაჭრის ფაქტსაც გამოეხმაურა და მათ ჯანმრთელობა და მეტი გამარჯვება უსურვა.

„ის, რაც ხდება დღეს ბაგრამის საავაციო ბაზაზე კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას და აჩვენა, რომ ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. ის თანამრომლობა, რომელიც დღეს, როგორც ფაქტი, სახეზე გვაქვს ტერორიზმთან ბრძოლაში, ტერორისტები, თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი ჩვენს სტრატეგიული პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ. არ ვიცი, ბოლო მონაცემებით დასრულდა თუ არა ოპერაცია, მაგრამ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი. ჩვენ, სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზეც, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც,“ - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა