კარლ ჰარცელი - ქართველი ჯარისკაცები მუშაობენ მხარდამხარ ჩვენთან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში, მადლიერები ვართ ამ წვლილისთვის

ზუსტად არ ვიცი, როგორ ჟღერდა ციტატა ან რა იყო აზრი, მაგრამ როგორც გავიგე, ემსახურებოდა განათლების მნიშვნელობის ხაზგასმას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა სალომე ზურაბიშვილის ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ეთანხმება განათლების მნიშვნელობის ხაზგასმას, რადგან სჯერა, რომ განათლება მნიშვნელოვანია ფაქტორია, რათა ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი, „რა თქმა უნდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართულებითაც“.

„ევროკავშირსაც აქვს სარგებელი აქედან, რადგან თქვენ იცით, რომ ქართველი ჯარისკაცები მუშაობენ მხარდამხარ ჩვენთან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. მადლიერები ვართ ამ წვლილისთვის. ქართველი ჯარისკაცები ასევე ძალიან ეფექტურად მუშაობენ ავღანეთში ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ცხადია, რომ ჩვენ გვყავს ძლიერი პარტნიორი საქართველოში შეიარაღებული ძალების მიმართულებით“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო