„ორი ნაბიჯი შენამდე" GoodReads Choice Awards 2019-ის გამარჯვებული გახდა

რეიჩელ ლიპინკოტის „ორი ნაბიჯი შენამდე" GoodReads Choice Awards 2019-ის ნომინაციაში - „საუკეთესო ახალგაზრდული რომანი" გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L"-დან აცნობეს.

რომანმა 36,232 ხმა დააგროვა.

„ორი ნაბიჯი შენამდე" ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L"-ის პროექტ „ლიბერთინსის" ფარგლებში გამოიცა და წიგნი ქართველ მკითხველშიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„სტელა გრანტს უყვარს, როცა ყველაფერს აკონტროლებს. ამჟამად სტელას ყველაზე მეტად იმის კონტროლი სჭირდება, რომ არ მიუახლოვდეს არაფერს, რამაც, შეიძლება, მისთვის ფილტვების გადანერგვის შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნას.

ერთადერთი რამ, რაც უილ ნიუმენს უნდა, ამ საავადმყოფოდან გაღწევაა. სულაც არ აღელვებს მკურნალობის კურსი და ახალი, საოცარი წამლის გამოცდა. მალე 18 წლის გახდება, მოიხსნის ყველა აპარატს და საავადმყოფოების მიღმა, რეალურად დაათვალიერებს მსოფლიოს...

უილი ზუსტად ისაა, რისგანაც სტელამ შორს უნდა დაიჭიროს თავი. ერთადერთი გზა სიცოცხლის შესანარჩუნებლად ერთმანეთისგან შორს ყოფნაა.

რა მოხდება, სულ მცირე მანძილი რომ მოიპარონ იქიდან, რაც დაავადებულმა ფილტვებმა წაართვეს? ნუთუ მართლა ასეთი სახიფათოა ერთმანეთისგან სულ ორ ნაბიჯში ყოფნა?..“- ნათქვამია რომანი აღწერაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა