კახა ოქრიაშვილი - პრეზიდენტი ამგვარი განცხადებებით საკუთარ რეიტინგს აზიანებს, შესაძლებელია, მმართველ პარტიასაც

პრეზიდენტი ამგვარი განცხადებებით საკუთარ რეიტინგს აზიანებს, შესაძლებელია, მმართველ პარტიასაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა ჯართან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც პარლამენტში ჟურნალისტებს ოქრიაშვილმა განუცხადა, ის პრეზიდენტის არც პირველ განცხადებას ეთანხმება და არც მეორეს, რომელიც განმარტებისთვის გავრცელდა.

„მერე გავრცელდა მეორე განცხადება, რომ არასწორად ინტერპრეტირებული იყო მისი განცხადება. არ ვიცი რომელი განცხადებაა სწორი - პირველი თუ მეორე, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ არ ვეთანხმები არც პირველ და არც მეორე განცხადებას. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და უნდა გვყავდეს და იმედია გვყავს პატარა და ძალიან ეფექტური ჯარი და ასევე ძალიან ეფექტური თავდაცვითი საშუალებები უნდა გვქონდეს და პირველი ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით არის გადადგმული - ვგულისხმობ ჯაველინის სისტემას, ძალიან კარგი იქნება თუ გვექნება ჰაერსაწინააღმდეგო ეფექტური თავდაცვითი სისტემები და წინააღმდეგები ვიქნები ყოველთვის, რომ გვქონდეს თავდასხმითი შეიარაღება, მაგრამ თავდაცვითი შეიარაღება ჩვენთვის აუცილებელია. ქართველ ადამიანზე, ქართველ ვაჟკაცზე მაგარი ჯარისკაცზე არ მგონია, რომ ვინმე იყოს მსოფლიოში. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ამგვარი განცხადებებით საკუთარ რეიტინგს აზიანებს, შესაძლებელია მმართველ პარტიასაც აზიანებს”, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა