მაია ცქიტიშვილი -დრო თუ მექნება,14 დეკემბერს აქციაზე შეიძლება წავიდე

დრო თუ მექნება,14 დეკემბერს აქციაზე შეიძლება წავიდე, ეს აქცია უკავშირდება საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღნიშვნას,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ხელისუფლებას საჯარო მოხელეების აქციაზე მობილიზება არ სჭირდება. " უარვყოფ შეფასებებს საჯარო მოხელეების აქციისთვის მობილიზაციასთან დაკავშირებით. აქცია თავისუფალია და ყველას, მათ შორის საჯარო მოხელეებს შეუძლიათ დასწრება,"-აცხადებს ცქიტიშვილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა