კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.

როგორც ოქრიაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, ის მომხრეა, რომ დეპუტატს ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეს, რათა მასზე გავლენა ვერ მოახდინონ.

„არ დავუჭერ მხარს. მე ვთვლი, რომ ორი შეხედულებაა დეპუტატის იმუნიტეტთან დაკავშირებით. ერთი ხედვა არის, რომ დეპუტატებს არ უნდა ჰქონდეთ ძლიერი იმუნიტეტი და მეორე ხედვა არის, რომ თუ დეპუტატს არ აქვს სათანადოდ დაცვა, ის ძლიერი ვერ იქნება და დეპუტატის მანიპულირება უფრო ადვილი ხდება. მე ვფიქრობ, რომ დეპუტატის იმუნიტეტი უნდა იყოს მყარი და მე არ დავუჭერ მხარს”, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრას, მისი თქმით, სულ 6-7 კანდიდატია, ვისაც მხარს დაუჭერს, თუმცა, ის კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ასახელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა