პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად კახა ბექაური აირჩია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტმა კახა ბექაური აირჩია, რომელიც ამჟამად კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს და ვადა 2020 წლის 24 იანვარს ეწურება. მის კანდიდატურას პლენარულ სესიაზე მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი იყო 3 კანდიდატი: ივანე მახარაძე, კახა ბექაური და მარიამ სულაბერიძე.

ივანე მხარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 31-მა დეპუტატმა, 7 კი წინააღმდეგ წავიდა. მარიამ სულაბერიძის კანდიდატურას კი 25 მომხრე ჰყავდა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, აღნიშნულ პოზიციაზე კახა ბექაურის კანდიდატურა დამტკიცდა.

ცნობისთვის, კახა ბექაური 2017 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ პოსტზე მას ვადა 2020 წლის 24 იანვარს ამოეწურება, ხოლო კომისიის წევრის პოზიციაზე მუშაობას 25 იანვრიდან შეუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა